LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი: „როგორ უნდა ჩაატარონ არჩევნები, როცა ყველა პარტიის ლიდერი ციხეში ჰყავთ, დარჩა რომელიმე პარტია? გავიგე, რომ სოზარ სუბარია გარეთ და ალბათ, ფიქრობენ, მას მიაღებინებენ მონაწილეობას

104
ლევან ხაბეიშვილი

„როგორ უნდა ჩაატარონ არჩევნები, როცა ყველა პარტიის ლიდერი და თავმჯდომარე ციხეში ჰყავთ, როგორ წარმოგიდგენიათ?“ – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა დღეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი იჭერს ყველას, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ საშუალება არ უნდა მიეცეს, რომ არჩევნების ჩატარების შესახებ განცხადება გააკეთონ.

„ბუნებრივი „დედლაინი“ გვაქვს 4 ოქტომბერს. საშუალება არ უნდა მივცეთ, თქვან, რომ არჩევნებს ვატარებთო.

როგორ უნდა ჩაატარონ არჩევნები, როცა ყველა პარტიის ლიდერი და თავმჯდომარე ციხეში ჰყავთ, როგორ წარმოგიდგენიათ? „ახალის“ პარტიის თავმჯდომარეები, ერთი, მეორე ციხეში, „გირჩის“ თავმჯდომარე ციხეში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს ციხეში უშვებენ, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში, „ლელოს“ ხელმძღვანელები და თავმჯდომარეები ციხეში, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და ფაქტობრივი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში. დარჩა რომელიმე პარტია? გავიგე, რომ სოზარ სუბარია გარეთ და ალბათ, ფიქრობენ, რომ მას მიაღებინებენ მონაწილეობას.

უნდა გვესმოდეს, რომ წინააღმდეგობა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ დღეში არ გვამყოფებდეს ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკურ ოპონენტებს“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g