LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ნიკოლეიშვილი: „ტომით ქართველის, მაგრამ სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებლის, აგენტ ეკა გიგაურის გამოსვლის ტექსტს თუ გადახედავთ, მარტივად მიხვდებით თუ როგორ ხდებოდა ჩვენი ქვეყნის დასმენა სხვადასხვა ჯურის „უფროსი ძმისა“ თუ „გულმხურვალე მეგობრების“ წინაშე საუკუნეების განმავლობაში“

128
ლევან ნიკოლეიშვილი

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ეკა გიგაურის გამოსვლას, სოციალურ ქსელში ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, სადაც  გიგაური ამბობს, რომ ერთხელ უკვე ააშენეს საქართველოში დემოკრატია.

„ტომით ქართველის, მაგრამ სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებლის, აგენტ ეკა გიგაურის გამოსვლის ტექსტს თუ გადახედავთ, ბევრი ისეთ რამეს აღმოაჩენთ, მარტივად მიხვდებით თუ როგორ ხდებოდა ჩვენი ქვეყნის დასმენა სხვადასხვა ჯურის „უფროსი ძმისა“ თუ „გულმხურვალე მეგობრების“ წინაშე საუკუნეების განმავლობაში, იმ მიზნით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ვერ შეგვენარჩუნებინა“, – წერს  ლევან ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, არ იცის  როდის იქნება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი, მაშინ როცა მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში დიდი თაღლითები, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიცვლებიან, თუ მანამდე, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მერე,  როცა უცხოელების პატარა ადგილობრივი თაღლითები საბოლოო კრახს განიცდიან.

„ამერიკის შეერთებული შტატების, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში, ტომით ქართველის, მაგრამ სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებლის, აგენტ ეკა გიგაურის გამოსვლის ტექსტს თუ გადახედავთ, ბევრი ისეთ რამეს აღმოაჩენთ, მარტივად მიხვდებით თუ როგორ ხდებოდა ჩვენი ქვეყნის დასმენა სხვადასხვა ჯურის „უფროსი ძმისა“ თუ „გულმხურვალე მეგობრების“ წინაშე საუკუნეების განმავლობაში, იმ მიზნით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ვერ შეგვენარჩუნებინა.

დაბეზღების სიტყვის ბოლოს ჩემი ყურადღება, აგენტ გიგაურის ამ სიტყვებმა მიიქცია: „ამერიკისა და მისი მოკავშირეების დახმარებით, ჩვენ ერთხელ უკვე ავაშენეთ მსოფლიოს ამ ნაწილში განვითარებადი დემოკრატია და მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, ახლაც გავიმარჯვებთ სახელოვნად“-ო.

თურმე ნუ იტყვით, ერთხელ უკვე გვქონია აშენებული დემოკრატია, საინტერესოა როდის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ვერ მოასწრებდა, ძალიან მალე მოუწყვეს გადატრიალება, შევარდნაძეზე ეჭვი მეპარება ასეთი რამე ეთქვა, დღევანდელი ხელისუფლება ხომ მიუღებელია, ე.ი. სააკაშვილის პერიოდზეა საუბარი, ცხადია, ის იყო დემოკრატიის შუქურა, ადამიანების ქართული ციხეების ამავსებელი, ოპონენტების მკვლელი, რუსეთთან „მეომარი“, ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ობიექტების გამჩუქებელი, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის საფარ ქვეშ, ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად არალეგალურად შემოპარული!

ამ პერიოდს, მისტირის და შენატრის გიგაური და ეთანხმება სენატორი, უფრო მეტიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას თაღლითებს ეძახის და მოშორებით ემუქრება.

არ ვიცი როდის იქნება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი, როცა მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში დიდი თაღლითები, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიცვლებიან, თუ მანამდე, ჩვენი საპარლამენტო არჩევნების მერე, უცხოელების პატარა ადგილობრივი თაღლითები საბოლოო კრახს როცა განიცდიან“. – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g