LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან რატიანი მეორე გარდაცვლილზე: 81 წლის ქალის მდგომარეობა შემოყვანისთანავე კრიტიკული იყო, გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფსისი, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი

142
Capture-40

კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 აპრილს, უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.

როგორც კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი,კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.

„ქალბატონი გადმოყვანილი  იყო თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს. მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად. ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითქმია, გულის ქონიკული უკმარისობა, არტერიული გიპერტენზიით“ ,- განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g