კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ახლახანს განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს.
მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო.
პაციენტს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. ასევე გადატანილი იყო მწვავე ინფარქტი.