LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ყიფიანი სცემეს, თუ არ სცემეს, ეს არ არის ჩემი გასარჩევი – თეა წულუკიანი

105

ოპოზიციური პარტიების შეფასებით, ფარული ჩანაწერების ავთენტურობა ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკურად დაადასტურა.

უმრავლესობა აღნიშნულ მასალას, „რუსთავი 2-ის“ მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებულ მოდელირებულ რეალობად“ მიიჩნევს.  მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დამატებით შეკითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

რამდენიმე წუთის წინ ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა.

„არ ვიცი რას გულისხმობთ, „არ უარყო,“ მაგრამ მან ძალიან დეტალურად გასცა პასუხი. ლევან ყიფიანი სცემეს, თუ არ სცემეს, ეს არ არის ჩემი გასარჩევი და გამოსარკვევი. ამისთვის არსებობს საგამოძიებო ორგანოები, სადაც მე რამდენადაც ვიცი, ძალიან ხშირად დადის გამოკითხვებზე და იქ შეუძლია, მიაწოდოს მან კონკრეტული ინფორმაცია, იყო თუ არა ამგვარი მოპყრობის მსხვერპლი,“ – ამბობს თეა წულუკიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g