LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ყოჩიაშვილი „ჩცდ“-ში დიდი დოზით ბილწსიტყვაობას არ მიესალმება

386
levanyochiashvili20345565

„ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიან პერსონაჟს ლევან ყოჩიაშვილი განასახიერებს. ის ბედნიერია, რომ სერიალის ახალი სეზონი ეკრანებს უბრუნდება.

ლევანი პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს სერიალში ბილწსიტყვაობაზე.

„სერიებს, რომლებიც ეთერში განმეორებით გადის, ხმა ადევს და ასეთი მომენტები დახშულია, გამომდინარე იქიდან, რომ გამეორება დღის საათებში გადის. მაშინ კი სერიალი საღამოს ეთერში გადიოდა. ახლა როგორ იქნება, არ ვიცი.

რაც შეეხება ჩემს აზრს, ალბათ, გააჩნია, როგორი დოზირებით იქნება. არის კონკრეტული გმირი, რომელიც ასეთია, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი დოზით არ უნდა იყოს. ზოგ გმირთან მიმართებაში ვერ გაექცევი უმაგისობას, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი და დოზა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g