LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus–მა საგზაო ნიშნების ამოცნობა ისწავლა

73

იაპონურმა პრემიალურმა ავტომწარმოებელმა Lexus–მა ფრანქფურტის საერთაშორისო საავტომობილო სალონზე კომპატქური ქროსოვერის NX–ის განახლებული ვერსია წარმოადგინა.

ავტომობილი აღიჭურვა უსაფრთხოების სისტემით Lexus Safety System +. საუბარია მძღოლისათვის განკუთვნილ სისტემების კომპლექსზე, ისეთებზე როგორებიც არის: შეჯახების გამაფრთხილებელი მოწყობილობა ავტომატური მუხრუჭით, ადაპტირებული კრუიზკონტროლი, ადაპტირებული შორი განათება, ზოლის შეცვლის მაუწყებელი სისტემა და საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემა.

გარდა ამისა, ცვლილება განიცადა ავტომობილის გარეგნულმა მხარემაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები