LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

LG Glass -ი ბუნებრივი ქვის მოპოვებასა და გადამუშავებას იწყებს

131

შპს LG Glass -ი ბუნებრივი ქვის მოპოვებასა და გადამუშავებას იწყებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობამ LG Glass -ს ბიზნესის ახალი მიმართულების განვითარების საშუალება მისცა. კერძოდ, მის ძირითად საქმიანობას აქამდე მინაპაკეტის წარმოება წარმოადგენდა, ამიერიდან კი კომპანია ბუნებრივი ქვის გადამუშავებასაც დაიწყებს.

მათივე ინფორმაციით, სწორედ მოცემული მიმართულების განვითარებისათვის კომპანიამ წარმოებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებები შეიძინა და წარმოების ზრდას გეგმავს.

შპს „LG Glass“-ი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 550 000 დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, შპს„LG Glass“  მინის თერმულ დამუშავებას, კერამიკულ დაფარვას, ალუმინისა და მეტალოპასტმასის ნებისმიერი სახის ვიტრაჟების მოხატვას, ფანჯრების, კარებისა და სხვა სამშენებლო კონსტრუქციების აწყობასა და მონტაჟს ახორციელებს.  კომპანიაში ამ ეტაპზე  40ადამიანია დასაქმებული.

 

 

 

 

magti 5g