კომპანია LG-მ ოფიციალურ პლოგზე ახალი მუსიკალური ფლაგმანის V20-ის ანონსი გააკეთა. გაჯეტის პრეზენტაცია სან-ფრანცისკოში 6 სექტემბერს, ხოლო სეულში 7 სექტემბერს შედგება.
სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოწყობილობა მიიღებს ორმაგ კამერას და 32 ბიტიან ციფრულ-ანალოგურ კონვერტერს რომელიც სპეციალურად დივაისისთვის ESS Technology-მ დაამზადა. აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით, ციფრული ფაილების დაკვირსას, ხმოვანი ან ვიდეო ნაკადი გაცილებით ხარისხიანია.
სმარტფონი აღჭურვილი იქნება 5.5 ინჩიანი დისფლეით, რომელსაც 2560 x 1440 გაფართოება ექნება. 4 ბირთვიანი Snapdragon 821 პროცესორით და 4 GB ოპერატიული მეხსიერებით. ასევე, დივაისი წარმოდგენილი იქნება 21 მეგაპიქსელიანი ცენტრალური კამერითა და 8 მეგაპიქსელიანი სელფის წინა კამერით.