LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლია ახეჯაკოვას სახალხო არტისტის წოდებას ართმევენ – რუსეთის დუმამ განხილვა დაიწყო

14808
lia

რუსეთის დუმა განიხილავს საკითხს ანტირუსული განცხადებებით გამოსული არტისტებისთვის სახელმწიფო პრემიების ჩამორთმევის შესახებ. ინიციატივა დუმაში დეპუტატმა ეკატერინა სტენიაკინამ წარადგინა და მას დეპუტატები აღფრთოვანებით შეხვდნენ. სტენიაკინა ამბობს, რომ რუსეთისთვის ამ რთულ პერიოდში, სახელმწიფო პრივილეგიებითა და სახალხო არტისტის ტიტულით არ უნდა სარგებლობდნენ არაპატრიოტი არტისტები, ისეთები როგორებიც არიან ლია ახეჯაკოვა, ბორის გრებენშიკოვი და მაქსიმ გალკინი.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები ითხოვენ, მაქსიმ გალკინს და ბორის გრებენშიკოვს ყველა სახელმწიფო ჯილდო ჩამოერთვათ

ამ დრომდე კანონში გაწერილი იყო, რომ სახალხო არტისტის წოდება შეიძლება ჩამოერთვას პირს, რომელიც მძიმე დანაშაულს სჩადის. სტენიაკინა ამბობს, რომ კანონში ცვლილება შევა, სადაც ამ მუხლს ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებაც დაემატება.

საინტერესოა, რომ ლია ახეჯაკოვას ანგარიშზე 20 თეატრალური და 100-მდე კინოროლია. ის სახალხო არტისტია და უამრავი ჯილდოს მფლობელია.

ლია ახეჯაკოვა: საქართველოსთან იმდენად დამნაშავე ვართ, რომ მე პატიებასაც ვერ გთხოვთ, არ ვიცი, როგორ გვაპატიებთ

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g