31 წოლის ლიამ პეინი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. One Direction-ის ყოფილი წევრი, ბუენოს-აირესის სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ადგილზე გამოძახებული სასწრაფო დახმარების ექიმებს სასტუმროს შიდა ეზოში პეინი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
შეგახსენებთ, ლიამ პეინი One Direction-ის წევრი იყო. ჯგუფი 2010 წელს, ბრიტანულ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში, The X Factor, ხუთი წევრისგან ჩამოყალიბდა, თუმცა 2015-ში კოლექტივს, ზეინ მალიკი გამოეყო. 2016 წელს ბოიბენდმა ლიამ პეინის, ნაილ ჰორანის, ჰარი სტაილზისა და ლუის ტომლინსონის შემადგენლობით, უვადო შემოქმედებითი პაუზა აიღო და თითოეული სოლო კარიერაზე კონცენტრირდა.

