„ლიბერთი ბანკი“ ფიზიკურ პირებს ანგარიშის მომსახურების ტარიფებს უცვლის. იცვლება ანგარიშის მომსახურების საკომისიოც. ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მომხმარებელი, რომელიც „ლიბერთი ბანკში“ პირადი მიზნობრიობით იღებდა liberty card-ს ანუ სადებეტო ბარათს, წლიურად მომსახურების საკომისიოს სახით, 6 ლარს იხდიდა; ცვლილების შედეგად კი ყოველთვიურად 1.5 ლარის გადახდა მოუწევს. აღსანშნავია, რომ მომსახურების საკომისიოს ცვლილება ბანკის სახელფასო კლიენტებს არ შეეხებათ.
გარდა ამისა, იცვლება ე.წ. უმოძრაო ანგარიშების პირობებიც. კერძოდ, თუ მომხმარებელს ანგარიშზე ექნება თანხა, რომელიც არც გააქვს და არც არაფერს რიცხავს დამატებით, მომსახურების საკომისიოს სახით, ყოველთვიურად 3 ლარი დაერიცხება. მაგრამ ეს ცვლილება არ შეეხება ისეთ მომხმარებლებს, რომელთაც ანგარიშზე ნული ლარი აქვთ.
