LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბერთის კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო – „მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები“

111
ლიბერთი

ლონდონში პრესტიჟული მედია გამოცემის Global Finance ყოველწლიური დაჯილდოება „Best Digital Bank Awards 2025” გაიმართა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო კომერციულმა და ციფრულმა ბანკებმა, ასევე წამყვანმა საფინანსო ინსტიტუტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ლიბერთი ბანკი შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი. ნომინაციებში „საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო საბანკო პლატფორმა საქართველოში“ და „საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები საქართველოში” გამარჯვებასთან ერთად, ის ასევე დაჯილდოვდა ნომინაციაში „მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები“.

„ეს ჯილდო ადასტურებს ლიბერთის სტრატეგიულ ხედვას – გავაგრძელოთ ინვესტირება ინოვაციებში, ტექნოლოგიებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებში. ლიბერთისთვის პრიორიტეტად რჩება ციფრული განვითარება და თანამედროვე საბანკო სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა. Global Finance-ის ჯილდოს მოპოვება მნიშვნელოვანი ეტაპია – ეს არის პირველი საერთაშორისო აღიარება, რაც  ჩვენი გუნდის ერთობლივი შრომისა და ყოველდღიური მუშაობის შედეგია“, – ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის მიმართულების ხელმძღვანელი.

„მოხარული ვარ, რომ Global Finance-ის მიერ მინიჭებული ჯილდოებიდან ერთ-ერთი მარკეტინგის მიმართულებას ერგო. ეს დასტურია იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია პროდუქტების განვითარების გარდა, მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის, ინოვაციური არხების გამოყენებისა და გამოცდილების გაუმჯობესების პროცესიცაა. ჩვენთვის ნებისმიერი ციფრული არხი არის სივრცე, სადაც მომხმარებელთან ერთად ვქმნით ღირებულებას. კამპანიების ცენტრალიზებულმა მართვამ და მონაცემებზე დაფუძნებულმა გადაწყვეტილებებმა მოგვცა შესაძლებლობა, ერთიანად ვაკონტროლოთ ბრენდის ტონი, კამპანიები იყოს თანმიმდევრული და ეფექტური, ხოლო კომუნიკაციის სტრატეგია – მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე. ეს აღიარება გვაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ კომუნიკაციის ხარისხი და გავაგრძელოთ სიახლეების დანერგვა”, – თამარ მეგრელიშვილი, ლიბერთის მარკეტინგის და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი.

Global Finance-ის ჯილდოები მსოფლიოს ფინანსურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აღიარებად მიიჩნევა და ყოველწლიურად აერთიანებს წამყვან ბანკებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

Global Finance 1987 წელს დაარსდა და დღეს 160 ქვეყანაში ოპერირებს. გამოცემას 193 ქვეყანაში 50 000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს და ფინანსურ სამყაროში სანდოობისა და ხარისხის სტანდარტად არის აღიარებული. ყოველწლიურად Global Finance გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებს და მათ გამორჩეული შედეგებისთვის აჯილდოებს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g