ლიბერთი, რომლის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში, მსხვილ პარტნიორ კომპანიებთან ერთად სოციალური, მასშტაბური პროგრამების განხორციელებას აგრძელებს. ბანკმა ამჯერად ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ დაიმეგობრა და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის „გორგიას“ ყველა ფილიალში სპეციალური შეთავაზება აამოქმედა.
ნინა ოქროპირიძე, ჰიპერმარკეტების ქსელის „გორგია“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:
– იქიდან გამომდინარე, რომ „გორგიასთვის“ სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ლიბერთი ბანკის პარტნიორები გავხდით. ჩვენი ერთობლივი სოციალური ინიციატივის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები „გორგიას“ 14-ვე ფილიალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შერჩეულ პროდუქციაზე 30%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. ფილიალში სტუმრობისას აუცილებელია, რომ მომხმარებელს თან ჰქონდეს ეს სოციალური ბარათი და გადახდა მხოლოდ ლიბერთის პოსტერმინალზე განხორციელდეს. მოხარულები ვართ, რომ უკვე არაერთმა მომხმარებელმა ისარგებლა ამ შეთავაზებით და გადავწყვიტეთ, ლიბერთისთან პარტნიორობა, აღნიშნული სოციალური პროექტის ფარგლებში, გრძელვადიანი იყოს.

გარდა ამ სიახლისა, მომხმარებლებს, ტრადიციულად, საახალწლო აქციებსაც ვთავაზობთ. „გორგიაში“ ფასდაკლებები უკვე დაიწყო. საკმაოდ კარგი შეთავაზებები გვაქვს ყველაფერზე, რაც სადღესასწაულოდ გვჭირდება – ბუნებრივ და ხელოვნურ ნაძვის ხეებზე, ნაძვის ხის სათამაშოებზე, ბოლო დროს პოპულარულ მაკნატუნებზე, რომლის მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს და რა თქმა უნდა, ნაძვის ხის განათებებზე. ჩვენს ფილიალებში ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ ბევრისთვის საყვარელ პუანსეტიასაც, იგივე შობის ყვავილს, გნებავთ შობის ვარსკვლავს.
მომხმარებელს გრანდიოზული ფასდაკლება დახვდება ჩვენს სხვა სექციებშიც, იქნება ეს ბაღის, იკეას, ავეჯის, ხელსაწყოების, ტექნიკის და ა.შ. ჩვენთან თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ საჩუქრები თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის.

წინასაახალწლოდ ჩვენს მომხმარებლებს ახალი ბრენდებითაც ვანებივრებთ. რამდენიმე თვეა, რაც დავიმატეთ გერმანული BerlingerHaus (სწორედ „გორგიაა“ მისი საქართველოს ბაზარზე ექსკლუზიური შემომყვანი), რომელიც აერთიანებს ქვაბების, ტაფების და დანების ნაკრებებს. აღსანიშნავია, რომ ეს ტაფები და ქვაბები არ იხაზება მეტალთან შეხებისას. ასევე გთავაზობთ ისეთი ბრენდების პროდუქციას, როგორებიცაა Henkel (სამშენებლო მიმართულებით), Geberit და Grohe (აბაზანისთვის განკუთვნილი პროდუქციით), Eeinhell (ხელსაწყოები), რომელიც ერთი წელია, რაც დავიმატეთ.
და ბოლოს, ძალიან მალე, ჩვენი ფეისბუკ გვერდით გამცნობთ „გორგიას“ გახანგრძლივებული სამუშაო საათების შესახებ ინფორმაციას, რათა ამ დატვირთულ პერიოდში ყველა მსურველმა შეძლოს ჩვენთან სტუმრობა,