LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპრეცედენტო ფასდაკლება „პიაცა რეზიდენსში“ – კვადრატული მეტრი 2000 დოლარად

1945
სოფო წულაძე

„პიაცა რეზიდენსი“ პრემიალური საცხოვრებელ-საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბათუმის შუაგულში, ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. ამ პროექტით „თაუერ ჯგუფი“ ქმნის ცხოვრების ახალ სტანდარტებს ზღვისპირა ქალაქში – რეცეფციით, კონსიერჟით, 24/7-ზე დაცვით, მიწისქვეშა პარკინგითა და კეთილმოწყობილი გარე სივრცეებით. მიმდინარე წლის შემოდგომაზე, 10-დან 17 ნოემბრის ჩათვლით, კომპანია აცხადებს ფასდაკლებას, რომელიც აღარ განმეორდება…

სოფო წულაძე, საინვესტიციო კომპანიის ცენტრალ მენეჯმენტ ჯგუფი“ დირექტორი:

– „ცენტრალ მენეჯმენტ ჯგუფი“ დეველოპერული კომპანიის „თაუერ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც, ერთი მხრივ, „თაუერ ჯგუფის“ მარკეტინგის და გაყიდვების საინვესტიციო კუთხით განვითარებას ემსახურება, მეორე მხრივ კი, მომხმარებლებს, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს, გონივრული ინვესტიციის განხორციელებაში ეხმარება.

თაურ ჯგუფის“ ანგარიშზეა დასრულებული და მიმდინარე პროექტები – „შატო კვირიკე“, რომელიც კიდევ უფრო ფართოვდება; სამთო კურორტი „შალე კვირიკე“; ზღვის პირველ ზოლში მდებარე კომპლექსი „პანორამა“, რომელიც უკვე ფინალურ ეტაპზეა; სასტუმრო „გრანდ ცენტრალი“, რომელიც სტუმრებს უკვე მომდევნო სეზონზე მიიღებს; კაფე „ცენტრალი“, რომელიც ბათუმელების თავშეყრის საყვარელი ადგილია და რა თქმა უნდა, „პიაცა რეზიდენსი“.

– ცხოვრების განსხვავებული გამოცდილება ძველ ბათუმში – ასე პოზიციონირებთ „პიაცა რეზიდენსთან“ დაკავშირებით.

– დიახ, პროექტი მართლაც განსხვავებულია და არ ჰგავს ბათუმში არსებულ არცერთ კომპლექსს. ამ პროექტს გამორჩეულს ხდის არქიტექტურა, დიზაინი და ლოკაცია. უნიკალურია მისი კონცეფცია, რომელიც შეიმუშავა არქიტექტურულმა კომპანიამ „ალფა არქიტექტურა“ და არქიტექტორმა ირაკლი ემირიძემ, არაერთი საინტერესო ნამუშევრის ავტორმა.

კომპლექსის პირველი და მეორე სართული წარმოდგენილია დიდი კომერციული ფართით, რომელიც გაერთიანებულია იტალიური პიაცის სახით – აქ განთავსდება მაღალი კლასის რესტორნები, კაფეები, ბიზნეს ლაუნჯი და სხვა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, რაც მცხოვრებლების ყოველდღიურობას კომფორტულს გახდის. კომპლექსს განსაკუთრებულ ღირებულებას მატებს ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლი. დეველოპერულმა კომპანიამ ვალდებულებად აიღო მისი რეკონსტრუქცია-რესტავრირება. შესაბამისად, ამ პროექტში ბინის შეძენით, ერთგვარად, ამ ისტორიული ძეგლის მეპატრონეც ხდებით, ეს კი თქვენი უძრავი ქონების საინვესტიციო ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო პროექტის როგორც ვიზუალური, ასევე ფუნქციური მხარე – ვიზუალურად თქვენ დაგხვდებათ 13 მეტრიანი კოლონადები, იტალიური პიაცა, ვენეციური შადრევნები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ძველი ბათუმისა და თანამედროვე არქიტექტურის მიქსი, რომლის მსგავსი საცხოვრებელი პროექტი ბათუმში ნამდვილად არ არსებობს. რაც შეეხება ფუნქციურ ნაწილს, ეს არის კარგად დაგეგმარებული და ნათელი ბინების ფართო არჩევანი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ბინები შეარჩოიოს როგორც საივესტიციოდ, ასევე საცხოვრებლად. ეს მნიშვნელოვანი დეტალია ინვესტორისთვის, რადგან როცა უძრავ ქონებას საინვესტიციოდ ყიდულობს, მას აინტერესებს პასიური შემოსავალი და ქირით მიღებული მოგება, ხოლო იქ, სადაც თავად სურს ცხოვრება, მნიშვნელოვანია კომფორტი, სივრცე და გარემო. „პიაცა რეზიდენსი“ უნიკალურია იმით, რომ ამ ორ მიზნობრიობას აერთიანებს – მდებარეობს ტურისტულ ცენტრში და თან, არქიტექტურითა და ინფრასტრუქტურით, სრულფასოვანი ცხოვრების სტანდარტებს ქმნის.

– უპრეცედენტო ფასდაკლება, რომელიც აღარ განმეორდება – ამ სლოგანით აანონსებთ მიმდინარე წლის შემოდგომაზე სპეციალურ შეთავაზებას „პიაცა რეზიდენსში“.

– შავი პარასკევი ახლოვდება, მოსახლეობა ამ პერიოდში განსაკუთრებულ ფასდაკლებებს ელოდება, შესაბამისად, ჩვენი შეთავაზებაც იქნება უპრეცედენტო – ვაცხადებთ ფასდაკლების კვირეულს „პიაცა რეზიდენსში“, 10-დან 17 ნოემბრის ჩათვლით.

კვირეულის ფაგრლებში, პროექტში კვადრატული მეტრის ღირებულება 2000 დოლარი იქნება  – ეს არის ფასი რომელიც არც პროექტის მშენებლობის დასაწყისში გვქონია და ნამდვილად აღარ განმეორდება, რადგან მშენებლობის პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ მასშტაბური იყო, დასრულდა. გადავდივართ მომდევნო, მიწისზედა სამუშაოების ეტაპზე (კომერციული სივრცის, იტალიური პიაცისა და შადრევნების მოწყობა), რაც ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ დეკემბრიდან უძრავი ქონების ფასი გაძვირდება. ამიტომ მიმდინარე წლის ნოემბერში მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, შეიძინონ აპარტამენტები ექსკლუზიურ ფასად.

ფასდაკლება ეხება გარკვეული რაოდენობის ბინებს, ბინების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ თუ დაინტერესებული ხართ ბათუმის ისტორიულ ნაწილში, მაღალი სტანდარტების კომპლექსში უძრავი ქონების  შეძენით, დაგვიკავშირდით „თაუერ ჯგუფის“ ან „ცენტრალ მენეჯმენტ ჯგუფის“ ნებისმიერ პლატფორმაზე (სოციალური ქსელები, ვებგვერდი) ან ტელეფონის ნომერზე (+995 422 22 22 22). მოთხოვნის დატოვების შემდეგ ჩვენი მენეჯერები დაგიკავშირდებიან და დეტალურად გაგაცნობენ აქციის პირობებს.  

– „ცენტრალ მენეჯმენტ ჯგუფი“ მომხმარებლებს გონივრული ინვესტიციის განხორციელებაში ეხმარეობაო, აღნიშნეთ და ამიტომ მოდით, თანამედროვე კონკურენციის პირობების გათვალისწინებით, მომხმარებლისთვის საყურადღებო დეტალებზეც ვისაუბროთ.

– მარტივად რომ აგიხსნათ, ინვესტიცია გონივრულია, როცა მას ზუსტ დროს და ზუსტ ადგილზე ახორციელებ, ის მზარდია და იძლევა პასიურ შემოსავალს. ინვესტიციის განხორციელებამდე ყურადღება უნდა მიაქციოთ: პირველი – პროექტის ლოკაციას, ის უნდა იყოს მიზიდულობის ცენტრთან ახლოს, იქნება ეს ტურისტული ცენტრი, ზღვის სანაპირო თუ ბიზნეს ცენტრი (თუ პარალელს გავავლებთ „პიაცა რეზიდენსთან“, ეს სწორედ ის ადგილია, რომელსაც ირგვლივ მიზიდულობის ცენტრები გააჩნია და მომავალში თავადაც შექმნის მას); მეორე – დეველოპერის სანდოობას; მესამე – რა ეტაპზეა პროექტი.

როგორც წესი, პროექტის საწყის ეტაპზე, ანუ ფუნდამენტის შენების პროცესში, ფასი მინიმალურია, რადგან ეს პროცესი მშენებლობის დასრულების რისკებსაც მოიცავს. ეს ეტაპი ყველაზე მომგებიანია ინვესტირებისთვის, თუმცა აქ მცირე, ე.წ. ფორსმაჟორის რისკი არსებობს. როცა ფუნდამენტი სრულდება და მიწის ზედა სამუშაოები იწყება, კვადრატული მეტრის ფასიც იზრდება, რადგან რისკი უკვე მნიშვნელოვნადაა შემცირებული ყველაზე რთული ეტაპის უკან მოტოვებიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე ინვესტირება არის ყველაზე ხელსაყრელი – ფასი გონივრულია, რისკები მცირე. მესამე ეტაპზე, როცა კონსტრუქციული ნაწილი სრულდება, კვადრატული მეტრის ფასი პიკს აღწევს. ამ ეტაპზე ინვესტირება ისევ ღირს, რადგან როცა პროექტი ექსპლუატაციაში შევა, მისი ღირებულება კვლავ გაიზრდება, თუმცა ისევე ეფექტურად აღარ, როგორც წინა ორ ეტაპზე. შემიძლია გაგიზიაროთ ჩვენს პროექტში „პანორამა“ მიღებული კონკრეტული შედეგი – მაგალითად, 2022 წელს, პროექტის საწყის ეტაპზე, კვადრატული მეტრის ღირებულება 1150 დოლარი იყო, დღეს კი 3000 დოლარს შეადგენს, ანუ ფასნამატი 200%-ზე მეტია.

მაშინ, როდესაც თბილისი დედაქალაქია და მსოფლიოში მაღალი ცნობადობით გამოირჩევა, რატომ უნდა განვახორციელოთ ინვესტიცია ბათუმში ან ქობულეთში?

– თბილისი, რა თქმა უნდა, ქვეყნის ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრია, მაგრამ უძრავი ქონების ბაზარზე დღეს ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი ზრდის პოტენციალია. ამ გამოწვევას შესანიშნავად პასუხობენ ბათუმი და ქობულეთი, რადგან ტურიზმი აჭარისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სტატისტიკა რომ მოვიშველიოთ, 2025 წლის სექტემბერში ბათუმის აეროპორტში განხორციელდა 663 ფრენა (ეს არის დღეში 22 ფრენა), წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 46%-ს შეადგენს. ანუ ტურიზმის მიმართულებით მაჩვენებლების ზრდას ავტომატურად მოჰყვება უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა. სანაპირო ზონა სწორედ საერთაშორისო ტურიზმზე მუშაობს – აქ ინვესტიცია არა მხოლოდ შენარჩუნებულია, არამედ რეალურად გამოიმუშავებს შემოსავალს, დამატებით კი, ყოველწლიურად, უძრავი ქონების ფასები იზრდება. შესაბამისად, ინვესტირება მზარდი პოტენციალის მქონე ლოკაციაზე ნამდვილად მომგებიანია.

magti 5g