LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიდერების მხრიდან სხვადასხვაგვარი მესიჯები ძირს უთხრის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლას – ჯანმო

85
106369637-1580739181178gettyimages-1197376971-e1586855595537

„პირდაპირ გეტყვით, ძალიან ბევრი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის”,-ამის შესაახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსი კვლავ რჩება საზოგადოების ნომერ პირველ მტრად, მაგრამ ბევრი მთავრობისა და ხალხის ქმედებები ამას არ ასახავს.

„ლიდერების მხრიდან სხვადასხვაგვარი მესიჯები ძირს უთხრის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს – ნდობას. თუკი მთავრობები მკაფიო კომუნიკაციას არ მოახდენენ მათ მოქალაქეებთან და არ შეიმუშავებენ ყოვლისმომცველ სტრატეგიას, თუკი მოსახლეობა არ დაიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითად პრინციპებს, რაც გულისხმობს ფიზიკურ დისტანცირებას, ხელების დაბანას, პირბადეების ტარებას, ხველებისას ეტიკეტს და ავადმყოფობის დროს სახლში ყოფნას, მაშინ პანდემია მხოლოდ ერთი გზით წავა. ის გახდება უარესი, უარესი და უარესი“, – აღნიშნა გებრეიესუსმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g