LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუველ მძღოლებს არაეკოლოგიურ ტრანსპორტზე უარის თქმისთვის ფულს გადაუხდიან

90
litv

ლიეტუვას ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ იმ ავტომფლობელებს ვინც ძველ ავტომობილზე უარს იტყვის, მხარი ყველანაირად დაუჭიროს. ისინი ვინც ახალ მოდელებზე გადასხდომის გადაწყვეტილებას მიიღებენ – ხელისუფლებისგან 1000 ევროთი დაფინანსდებიან.

ხოლო, მათთვის კი ვინც კერძო ავტომობილზე საერთოდ უარს იტყვის -საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება გარკვეული პერიოდი საერთოდ უფასო იქნება.

ახალი ნორმების მიზანი გარემოს დაბინძურების მაქსიმალურად შემცირებაა. სიახლის ფარგლებში ლიეტუვას 5 დიდი ქალაქის ცენტრში დიზელის ავტომობილების მოძრაობაც შეიზღუდება და აკრძალვა როგორც პირად ავტომობილს, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც შეეხება.

აღსანიშნავია, რომ ჰაერში მავნე გამონაბოლქვის პრობლემა ევროპულ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მეტად პოლონეთს აწუხებს, თუმცა უკეთესი სიტუაცია არც სხვა ევროპულ ქვეყნებშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g