LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ

63

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში (ი. აბაშიძის 62, II სადარბაზო, II სართული, ბინა N 21) დღეს და ხვალ, 17:00 საათიდან გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მსახიობს, 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება.

ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. შსს-ში გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g