ჯონი დეპისა და ვანესა პარადის 17 წლის შვილი ლილი როუზი ბედნიერებით ტკბება, რასაც ვერ ვიტყოდით მის მამაზე. გუშინ გოგონა 24 წლის მეგობარ ბიჭთან, ეშ სტაიმესტთან ერთად დააფიქსირეს. წყვილი ერთად გასული წლის შემოდგომიდან არის.
ლილი-როუზი და ეში ჰოლივუდში გამოჩნდნენ, ისინი სახოფაცხოვრებო მაღაზიაში შევიდნენ, ესტუმრნენ „შანელის“ ბუტიკსაც.
შეყვარებულები არავის ემალებოდნენ. ჟურნალისტებისა და საზოგადოების ყურადღება ახლა ლილი-როუზის ნაცვლად მისი მამის და ყოფილი დედინაცვლის – ემბერ ჰერდის გაყრის მიზეზებით და დეტალებით არის დაინტერესებული.