„რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და დავამატებდი – როგორც მოსალოდნელი იყო“, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და შვედეთში ლიეტუვის ელჩი, ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს, იყოს ერთიანი, განაგრძოს მოქმედება:
„მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს, იყოს ერთიანი, განაგრძოს მოქმედება. რუსეთის სიხარული, რომ ქართველებს ევროპა არ სჭირდებათ, ნაადრევია და უბრალოდ არასწორია!“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.