ლისას ლუქი ,,ემის” დაჯილდოებაზე საუკეთესოდ ჩაცმულ ვარსკვლავთა სიაში, დამსახურებულად დასახელდა. არტისტი საღამოზე გერმანიაში დაფუძნებული უკრაინელი დიზაინერის, ლესია ვერლინგერის მაღალი მოდის სახლის ვარდისფერი კაბით წარდგა. მომღერალმა სამოსს ამავე ფერის სამკაულები და კრისტიან ლუბუტენის ფეხსაცმლი შეუხამა.
Blackpink-ის ერთ-ერთი წევრი 77-ე Primetime Emmy Awards-ზე მიწვეული სერიალში – ,,თეთრი ლოტუსი” მონაწილე მსახიობის სტატუსით იყო. The White Lotus-ის ახალი ნაწილი დაჯილდოების ყველაზე მეტ, 10 ნომინაციას Apple TV+-ის პროექტ – Severance-თან ინაწილებდა, თუმცა ჯილდოს გარეშე დარჩა.
შეგახსენებთ, რომ Max-ის გახმაურებული სატელევიზიო შოუს – The White Lotus მესამე სეზონში, ლისას სამსახიობო დებიუტი შედგა.





