Blackpink-ის ლისამ სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომის გამოსვლის თარიღი გაამხილა. დისკი სახელწოდებით – Alter Ego დღის სინათლეს 28 თებერვალს იხილავს.
რეპერმა და მომღერალმა პირველ სოლო ჩანაწერს პრომოუშენი სინგლებით: Rockstar, New Woman, რომელიც როსალიასთან თანამშრომლობით შეიქმნა და Moonlit Floor (Kiss Me) გაუწია.
Variety-იმ 2024 წლის ყველაზე ცუდი სიმღერები დაასახელა
ლისა კოლექტივისგან დამოუკიდებლად სცენაზე, 2021 წელს გამოჩნდა.
ცნობისთვის, ამჟამად სამხრეთკორეული K-pop ჯგუფის, Blackpink ოთხივე წევრი სოლო კარიერითაა დაკავებული. ლისა, როუზი, ჯენი და ჯისუ სოლო კარიერების პარალელურად, როგორც ცნობილია წელს ისევ გაერთიანდებიან. როგორც Blackpink მათ ბოლო დისკი – Born Pink 2022-ში გამოუშვეს. ბენდის კარიერა 2016 წლიდან იწყება.