LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლისი დეველოპმენტი“ ელექტრომობილების დამტენ სადგურებს დაამონტაჟებს

67

”ლისი დეველოპმენტის” პროექტის ”მწვანე ქალაქი ლისზე” ფარგლებში ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური დამონტაჟდა. ამასთან, ”მწვანე ქალაქში” მცხოვრებლებისთვის, რომელთაც ელექტრომობილები ჰყავთ ან სამომავლოდ ეყოლებათ, „ლისი დეველოპმენტი“ ახალ წლამდე ელექტრომობილების დამტენ კიდევ რამდენიმე სადგურს განათავსებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”მწვანე ქალაქის” ერთ-ერთ მცხოვრებს უკვე ჰყავს ელექტრომობილი და დამტენ სადგურს აქტიურად იყენებს.
”რაც შეეხება ინოვაციის დანერგვის მთავარ მიზანს, ”ლისი დეველოპმენტის” სურვილია, მწვანე ქალაქის მცხოვრებლებმა ჯანსაღ და სუფთა გარემოში იცხოვრონ, თავად ”მწვანე ქალაქმა” კი დედაქალაქში სუფთა ჰაერის წარმოქმნას შეუწყოს ხელი”, – განმარტეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაზე ორიენტირებული კომპანია პირველია ქართულ დეველოპერებს შორის, რომელმაც თავის ტერიტორიაზე აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიწყო.
”მწვანე ქალაქი ლისზე” გამოირჩევა იმით, რომ სამშენებლოდ ტერიტორიის მხოლოდ 20% გამოიყენება, 80% კი გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას ეთმობა. ”მწვანე ქალაქის” ტერიტორიაზე 7 პარკის გაშენებაა დაგეგმილი. ამჟამად უკვე 5 პარკი ფუნქციონირებს”, – აღნიშნეს დეველოპერულ კომპანიაში.

ცნობისთვის, კომპანია ”ლისი დეველოპმენტი” 2010 წლის მარტში დაფუძნდა. პროექტი ”მწვანე ქალაქი” მას შემდეგ ხორციელდება და ეკოლოგიურად სუფთა დასახლებას ასეულობით მცხოვრები ჰყავს.