BBC-მა და კომპანია Sport Positive Summit-მა, რომელსაც გაერო უჭერს მხარს, პრემიერლიგის ყველაზე ეკოლოგიური კლუბების რეიტინგი შეადგინეს.
კლუბები 11 კატეგორიიდან თითოში 2 ქულას იღებდნენ – პოლიტიკა და კლუბის ვალდებულება ეკოლოგიის დარგში, ენერგიის სუფთა წყაროს გამოყენება, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტის ეკოლოგიური სახეობის გამოყენება, ერთჯერადი პლასტიკის გამოყენების შემცირება ან მასზე უარის თქმა, ნარჩენების უტილიზაცია და გადამუშავება, წყლის ეფექტიანი გამოყენება, მცენარეული საკვების მოხმარება, ბიომრავალფეროვნება, განათლება, კავშირი პუბლიკასთან და მათი ჩართულობა.
ასევე ემატებოდა 2 პრემიალური ქულა და შესაბამისად, მაქსიმალური შედეგი შესაძლებელი იყო 24 ქულა გამხდარიყო.
ყველაზე ეკოლოგიურად მიიჩნიეს „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“. მათ 23 ქულა მოაგროვეს. მაგალითისთვის, „ტოტენჰემელები“ მატჩებზე ბიოსაწვავზე მომუშავე ავტობუსით დადიან.
რეიტინგში მე-3-4 ადგილები დაიკავეს „სიტიმ“ და „საუთჰემპტონმა“ (21 ქულა), მე-5-6 – „არსენალმა“ და „მანჩესტერმა“ (19). „ჩელსი“ მე-11 გახდა – 14.5 ქულა.