მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი იწყებს ევროპულ ტურნეს ფილადელფიის ორკესტრთან ერთად. ამის შესახებ ის განცხადებას ვრცელებს და აღნიშნავს:
„მოხარული ვარ, რომ ევროპის მასშტაბით ვიწყებ ტურნეს 2022-2023 წლების განმავლობაში ბრწყინვალე დირიჟორთან იანიკ ნეზეთ-სეგუინთან და დილადელფიის ორკესტრთან ერთად. ტურნეს ეპიცენტრში იქნება ჩემი ახალი ალბომი „საიდუმლო სასიყვარულო წერილები“. ახალ ალბომს 2022 წლის 18 აგვისტოს „დოიჩე გრამაფონი“ გამოსცემს…“
ევროპული ტურნეს ფარგლებში ქართველი მუსიკოსი ესტუმრება ედინბურგს, ჰამბურგს, ბერლინს, დრეზდენს, პარიზს, ლონდონს.