მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და წერს:
„წარსულის სამარცხვინო შეცდომების გამეორება და საკუთარი ქვეყნის არჩეული ლიდერების განადგურება როდის დამთავრდება? მარაზმია, მეტი არაფერი. და სიჩუმეც მარაზმია. კრიმინალების გვერდში დგომაც. სიძულვილი და შურისძიებაც. ესეთი საქართველო უნდა წავიდეს”.