LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე არანაკლებ პოლიტიკური ავანტიურისტია” – რა ინფორმაცია მოიძია ხათუნა ხოფერიამ სააკაშვილის მეუღლეზე

2733
4545

„ძალიან დავინტერესდი, ვინ იყო ლიზა იასკო და როგორც აღმოჩნდა, ის მიხეილ სააკაშვილზე არანაკლებ პოლიტიკური ავანტიურისტია“, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. ​

ვიდეო: დავოჯახდით. ჩვენ ვართ ერთად – მიხეილ სააკაშვილი

„მას აქვს დაპირისპირება უკრაინაში, იყო ევროსაბჭოში დელეგაციის ხელმძღვანელი და რაც მთავარია, სანდო უკრაინულ წყაროებში არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას აბრალებენ რუსეთთან ურთიერთობებს”, – განაცხადა ხოფერიამ.

მისი თქმით, ლიზა იასკო უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო, ხოლო მამამისმა, რომელიც ცნობილი მევიოლინეა, რუსული კულტურის ფონდი შექმნა.

„ანუ, ქართულ ავანსცენაზე გამოჩნდა ასე ვთქვათ ახალი ფიგურა, რომელიც აქ მოვიდა გარკვეული სტატუსით და განაცხადეს, რომ ოჯახი აქვთ.

ეს რომ იყოს მიშასი და ვისიც არ უნდა იყოს პირადი ცხოვრება, არ შევეხებოდი ამ თემას, მაგრამ ამ ადამიანის უკან არის სერიოზული პოლიტიკური ავანტიურა. ლიზა იასკოს ძალიან აგრესიულ აქციებში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც ორგანიზატორს.

ის გამოირჩევა თავისი აგრესიულობით“, – განაცხადა ხოფერიამ.

იცი, რომ სააკაშვილი განქორწინებულია? – ლიზა იასკო სანდრა რულოვსზე დასმულ კითხვებს პასუხობს

რატომ დაშორდნენ მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო რამდენიმე თვის წინ – რას წერს წყვილზე რუსული მედია

რას წერს ლიზა იასკო რუსთავის ციხესთან დაგეგმილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე

ვიდეო: როგორ მღერის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g