მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაიჭირეს, სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც სააკაშვილი მის ახალ სიყვარულზე ისაუბრა.
“გვინდა, გამცნოთ, რომ ჩვენ ერთად ვართ”, ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.
ვიდეო: დავოჯახდით. ჩვენ ვართ ერთად – მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ლიზა იასკო 30 წლის პოლიტიკოსი უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრია.
ვინ არის 30 წლის ლიზა იასკო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ახალი „მეუღლეა“
პრეზიდენტ სააკაშვილის სასიყვარულო აღიარებამ ბევრი გააკვირვა.
რამდენიმე დღის წინ ყოფილი პრეზიდენტი სანდრა რულოვსთან ერთად საბერძნეთში ისვენებდა.
ფოტო: მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად საბერძნეთში ისვენებს
თუმცა როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის სიყვარულის შესახებ საქართველოში არ იცოდა ფართო საზოგადოებამ. უკრაინულ და რუსულ მედიაში კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და „ხალხის მსახურის“ სიყვარულის ამბებზე ხშირად წერდნენ.
წყვილი ლესნიკში მდებარე სააკაშვილის ფეშენებელურ სახლში ცხოვრობდა.
ზოგიერთი ვარაუდობდა, რომ სააკაშვილი დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში იმიტომ არ ბრუნდებოდა, რომ შეყვარებული იყო ლიზა იასკოზე.
2020 წელს Strana.ua წერდა, რომ წყვილი ცნობილი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის, მომღერალ ოლია პოლიაკოვისა და პროდიუსერ მიხეილ იასინსკის კამპანიაში ისვენებდა.
ისინი სააკაშვილის სახლის უკანა ეზოში, ჭიქა ღვინოზე პოლიტიკასა და სხვა თემებზე სასაუბროდ იკრიბებოდნენ.
თუმცა, პერიოდულად პრესაში იწერებოდა, რომ წყვილი კამათობდა და შორდებოდა ერთმანეთს.
მიმდინარე წლის 14 იანვარს ერთ-ერთი გამოცემა წერდა, რომ იასკო და სააკაშვილი ერთად აღარ იყვნენ.
სანდო წყაროზე დაყრდნობით სააგენტო წერდა, რომ ლიზა იასკო დეპრესიაში იყო პოლიტიკური პრობლემების გამო. ის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტიდან მოხსნეს. წყარო სააგენტოს უყვებოდა, რომ წყვილის ურთიერთობა ვერ შედგა.
თუმცა ეს რამდენიმე თვის წინ იყო. გთავაზობთ, ფოტოს, რომელიც წყვილის თანაცხოვრების დროს არის გადაღებული.