LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლოჩოც გლდანელია, ეროვნული ნაკრები თქვენ შემოგევლეთ ყველას“ – ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი გუშინდელი მატჩიდან

961
კოტე ზარნაძე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და მერვედფინალში გავიდნენ.

„არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ და ქომაგები გავახაროთ“ – გიორგი მიქაუტაძე

ჩვენი გუნდის ფანტასტიკური თამაშით მიღებული სიამოვნების გამო, ქომაგები ნაკრების წევრებს მადლობას უხდიან და სოციალურ ქსელში მატჩიდან არაერთ დასამახსოვრებელ კადრებს აზიარებენ.

თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ კონსტანტინე ზარნაძე ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ ფოტოს აზიარებს შემდეგი წარწერით:

„ლოჩოც გლდანელია 🤣

ეროვნული ნაკრები თქვენ შემოგევლეთ ყველას“

ლოჩოც გლდანელია 🤣 ეროვნული ნაკრები თქვენ შემოგევლეთ ყველას ♥️

Posted by კონსტანტინე ზარნაძე • Konstantine Zarnadze on ოთხშაბათი, 26 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები