გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ლოგიკური გამოსავალი ამ შემთხვევაში იქნება პარლამენტის წევრების ჩართულობა.
“რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა საკმაოდ ლოგიკურია, იმიტომ, რომ არ გვაქვს სასამართლო, პროკურატურა, სხვა ისეთი ორგანოები, რომელთაც ვენდობოდით, რომ ამ პროცესში მართლმსაჯულება აღსრულდებოდა, – აღნიშნავს ხვიჩა
„ჯერ ეს ვეცადოთ მათგან, ვინც ამ საკითხზე პასუხს აგებს თანამდებობრივად“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
გავრცელებული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომის ჩატარების ინიციატივა „ლელოს“ ეკუთვნის. ფრაქციაში, ამ მიზნით, ხელმოწერებს აგროვებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ არჩევნებამდე, რიგგარეშე სხდომისთვის არ სცალიათ. პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დღეს თქვა, რომ არჩევნების შემდეგ, ამ საკითხზე, სხდომა აუცილებლად ჩაინიშნება.