ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს ლევან ვასაძის დღიურიდან ამონარიდს.
როგორც ჩანს, ლევან ვასაძე „უძლურის დღიურის“ წერას განაგრძობს.
ამჯერად, ვრცელდება ლექსი სახელოწოდებით: „ლოგინში სიკვდილს რა ვუთხარ“.
“ლევან ვასაძე – “უძლურის დღიური” ⚜️
-XIX-
ლოგინში სიკვდილს რა ვუთხარ,
რომ ნატრობს ლამის ყველაო,
ფეხზე მდგარ მამკალ კაცივით,
ო-დელი-დელი-დელაო.
გინდა შრომაში დამხარჯე,
ფერებით, ნელა-ნელაო,
შრომის ნაყოფი – ქვეყანას,
ო-დელი-დელი-დელაო.
გინდ დამაბერე, მაგრამა
არ მჭირდებოდეს შველაო,
შვილების შვილებს ვუვლიდე,
ო-დელი-დელი-დელაო.
ან იქნებ ღირსი გამხადო,
ჩემ უღირს ლოცვის სმენაო,
მუხლმოყრილს გარდამიცვალო
ო-დელი-დელი-დელაო.
ან იქნებ დამრჩა ბევრიცა
გაჩეხვა, თიბვა, ცელაო,
ბალახად ყოფად მნდომელსა,
ო-დელი-დელი-დელაო.
მაშინ შენ მითხარ, რა ძალით
შევძლო ამდენის თმენაო,
მეც ბოროტებად არ ვიქცე,
ო-დელი-დელი-დელაო.
მაგ მეომრობის მადლია
ქვეყნის მტრებისთვის წყევლაო,
მისთვის ძგერს მარტო ეს გული,
ო-დელი-დელი-დელაო.
თუმცა მე იმდენს გაწუხებ,
მგონი ვერ მჯობნის ყველაო,
შენი ვარ, როგორც გენებოს,
ო-დელი-დელი-დელაო…
© ლევან ვასაძე
09.09.2021
ცნობისთვის,ლევან ვასაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას კიდევ ერთი დიაგნოზი, მრავალჯერადი მიელომა დაუდგინდა და უკვე ორი თვეა, რაც მისი მკურნალობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ორივე დიაგნოზის დადგენის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა.