LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოიდ ოსტინი: რუსეთი ჰიპერზებგერითი რაკეტებით ომის მსვლელობას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის

164
ლოიდ ოსტინი

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ რუსეთის ჰიპერზებგერითი რაკეტების გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს.

როგორც ოსტინმა აღნიშნა, ამას ომის მიმდინარეობის მნიშვნელოვან ცვლილებად არ მიიჩნევდა.

„ვფიქრობ, მიზეზი, რის გამოც იგი (პუტინი) ამ ტიპის იარაღს იყენებს, მდგომარეობს იმაში, რომ მას სურს აღადგინოს შეტევითი პოტენციალი. ისევ და ისევ, ჩვენ დავინახეთ, რომ ის თავს ესხმის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს, მშვიდობიან მოქალაქეებს და ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ გაგრძელდება,“– აცხადებს ლოიდ ოსტინი.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ასევე დასძინა, რომ პენტაგონი ოფიციალურად არ დაადასტურებს და არც ეჭვქვეშ დააყენებს იმ ფაქტს, მართლა გამოიყენეს, თუ არა რუსებმა ამ ტიპის რაკეტები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g