LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლოლის“ გაყინული იოგურტი – ბიზნესი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით განვითარდა

413
ლოლი

„ლოლის“ (Lolly) ისტორია 2015 წელს დაიწყო, როდესაც პროფესიით პროგრამისტ ბექა კეჟერაშვილს გაყინული იოგურტის წარმოების იდეა გაუჩნდა. შთაგონება ევროპაში ცხოვრებისას მიიღო – თავად მოსწონდა გაყინული იოგურტი, როგორც გემრიელი ტკბილეული, ნაყინის უფრო ჯანსაღი ალტერნატივა.

ტკბილეულის მოყვარულთათვის „ლოლის“ იოგურტი გემრიელთან ერთად, ჯანსაღიცაა. ის გაცილებით ნაკლებ ცხიმსა და შაქარს შეიცავს, ასევე, სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით, მათ შორის პროტეინებითა და პრობიოტიკებით, კალციუმითა და ვიტამინებით.

საწყის ეტაპზე ადვილი არ ყოფილა მომხმარებლებისთვის ასეთი განსხვავებული პროდუქტის შეთავაზება. „საკმაოდ დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ ზუსტად მიგვეწოდებინა ხალხისთვის, რა განსხვავება იყო ტრადიციულ ნაყინსა და „ლოლის“ შორის. გახსნიდან ორი-სამი თვის შემდეგ კი უკვე მივიღეთ შედეგი“, – ამბობს ბექა.

ამ დროისთვის „ლოლი“ მომხმარებლებს 30-მდე სახეობის ტოპინგს სთავაზობს – 6 სახეობის ხილს, სხვადასხვა ტიპის შოკოლადის სოუსებს, თხილეულს და ა.შ. შესაბამისად, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებული, სასურველი ნაყინი შექმნას. „ლოლიში” დაგხვდებათ ბელგიურ ვაფლიც, რომელიც იოგურტის ნაყინს კომბინაციაში ეწყობა.

ამჟამად „ლოლი“ თბილისში ხუთ ლოკაციაზე, ბათუმში კი – ცენტრალურ პარკშია წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში კომპანია გაფართოებას გეგმავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g