სამედიცინო დაწესებულება „ვივამედში“ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ, სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ნინო ლომჯარიას შეფასებით,
„შევხვდი მის მკურნალ ექიმს და ასევე ადვოკატს. სააკაშვილს დაახლოებით 10 წუთი ვესაუბრე, უფრო დიდ ხანს, ვხვდები, რომ მას არ შეუძლია საუბარი.
მახსოვს, როგორი იყო ის შარშან, იანვრის თვეში გორის ჰოსპიტალში. ვიზუალურად განსხვავება ძალიან თვალშისაცემია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ მკვეთრად გაუარესებულია, ვიზუალურად ეტყობა. წონა აქვს მკვეთრად დაკარგული…
ვიცი, რომ ნევროლოგსაც აქვს ბოლო დასკვნა გაკეთებული, რომელიც ასევე საუბრობს ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე.
მკურნალ ექიმს ვესაუბრე და როგორც აღმიწერეს, მდგომარეობა ოქტომბრიდან გართულდა. მანამდე სტაბილურად იყო, მეტ-ნაკლებად დადიოდა და კვებაც მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ოქტომბრიდან მუდმივად წევს, მოტორიკა შენელებული აქვს, ხელის მოძრაობა უჭირს, არ დადის და სულ წევს“, – განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, დღეს საზღვრის კვეთის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი იმართება. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაციას, რომ პროცესს ექსპრეზიდენტიც დაესწრებოდა, თუმცა როგორც მოგვიანებით მისმა ადვოკატებმა და „ნაციონალური მოძრობის“ წევრებმა განაცხადეს, სააკაშვილს პროცესზე დასწრების უფლება არ მიეცა.
ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას დაუმალეს
სასამართლოზე ნახავენ ადამიანს, რომელსაც 40 კგ აქვს დაკლებული – გიული ალასანია სააკაშვილზე