სახალხო დამცველი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სამედიცინო ცენტრ „ვივა მედში“ მივიდა.
როგორც დაწესებულებაში შესვლამდე ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის პირადად შეხვდება სააკაშვილის ექიმებს:
„დიდი ხანია მიხეილ სააკაშვილი არ მინახავს, თუმცა ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად მოდიოდნენ და, რა თქმა უნდა, მიმდინარე პროცესების შესახებ საქმის კურსში ვიყავით.
იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ძალიან მძიმე შეფასებები ისმის, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მის მდგომარეობას პირადად გავეცნო და ექიმებს შევხვდე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ვალერი გელბახიანმა „ფორტუნას“ განუცხადა, რომ თავად ექსპრეზიდენტის სურვილია დღევანდელ სასამართლოს პროცესს დაესწროს.
ამავე თემაზე:
ძალიან მაშინებს, რა მდგომარეობაში იქნება მამაჩემი ამ ყველაფრის ბოლოს: ედუარდ სააკაშვილი
“გვავიწყდება მთავარი გამოწვევა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა” – ნიკა მელია