დღეს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი იმართება.
დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა სააკაშვილი სხდომას დასწრებოდა, თუმცა ის სასამართლოს შენობაში არ მიუყვანიათ და ამ დრომდე უცნობია, მიიყვანენ თუ არა სააკაშვილს საქალაქო სასამართლოში.
ადვოკატი: სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ გადასაადგილებელი სავარძლით მიიყვანენ
როგორც პროცესის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი საზოგადოებას დაუმალეს:
„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას საზოგადოება გარედან აკვირდება, მაგრამ მასთან შემხვედრ ადამიანებს აქვთ ის ობიექტური ინფორმაცია, რეალურად, როგორ იმყოფება, ვინც მასთან შედის. ერთ-ერთი გახლავართ მეც. მეც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ხელისუფლების მხრიდან დაშვება, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უფლება მიეცათ დღეს მოსულიყო სასამართლოში და საზოგადოებას ენახა ის ობიექტური გარემოება, როგორ ვითარებაშიც იმყოფება საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
ჩემი ვარაუდი გამართლდა – დღეს არ მოიყვანეს მიხეილ სააკაშვილი აქ და ერთადერთი ახსნა აქვს ამას, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე მდგომარეობს ერთ ფაქტორში: მიხეილ სააკაშვილი დაუმალეს საზოგადოებას, დაუმალეს მისი ჯანმრთელობის განადგურებული მდგომარეობა და არც ერთ შემთხვევაში არ შეეცდებიან თავიანთ პოლიტიკურ ნარატივს გადაუხვიონ, როდესაც ისინი ამბობენ და მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი არ სჭირს ისეთი, რისი მკურნალობაც აქ არ შეიძლება, დღეს გავიგეთ, რომ ტრანსპორტირებაც სარისკო ყოფილა“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
სასამართლოზე ნახავენ ადამიანს, რომელსაც 40 კგ აქვს დაკლებული – გიული ალასანია სააკაშვილზე