LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონი დაბინძურებულ ჰაერს წყალბადის ავტობუსებით შეებრძოლება

124
LEAD_Wrightbus-Fuel-Cell-DD-1

ლონდონის ქუჩებში მალე ორსართულიანი, წყალბადზე მომუშავე ავტობუსები გამოჩნდება. ანალოგიური პროექტი მსოფლიოში პირველია და მისი დაფინანსებისთვის ხელისუფლებამ ნახევარი მილიონი ევრო გამოყო.

The independent-ის ინფორმაციით, დასაწყისისთვის ქალაქში 20 ავტობუსს შემოიყვანენ და ისინი ძირითადად ცენტრალურ ქუჩებზე იმოძრავებენ. ცენტრალურ ქუჩებზე დაბინძურება ყველაზე მაღალია და განტვირთვაც ყველაზე მეტად სწორედ ამ ადგილებს სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ წყალბადზე მომუშავე ავტობუსები დიდი ბრიტანეთის ბევრ ქალაქში მოძრაობს, თუმცა ორსართულიანი პირველი იქნება.

რაც შეეხება წყალბადს, შეგახსენებთ, რომ მასზე მომუშავე ტრანსპორტი ელექტროენერგიის დახმარებით მუშაობს და ძრავში მავნე გამონაბოლქვი მინიმუმამდეა შემცირებული.

ლონდონში გასულ თვეს ნულოვანი გამონაბოლქვის ზონაც გაიხსნა, სადაც მოძველებულ ტრანსპორტს მოძრაობა საერთოდ ეკრძალება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g