LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის მერს სურს, რომ ავტომობილით გადაადგილებისთვის გადასახადი დააწესოს

33
londonrace

ლონდონში კერძო ავტომობილით ყოველ გადაადგილებაზე სპეციალური გადასახადი დაწესდება. ქალაქის მერის აზრით, ასეთი პრაქტიკა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად აუცილებელია. გარდა ამისა, კანონი ქალაქს დაეხმარება რომ 2030 წლისთვის გამონაბოლქვის მინიმალურ დონეს მიაღწიოს. ხელისუფლება უკვე მუშაობს გადახდის სისტემაზე, რომელიც  გავლილ მანძილს, დროს, გზას და ავტომობილის მდებარეობას გაითვალისწინებს.

მერი ჰაერის დაბინძურებას გლობალურ პრობლემად აფასებს და დარწმუნებულია, რომ კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად იმ ღარიბ ლონდონელებს დააზარალებს, ვისაც ავტომობილი საერთოდ არ ჰყავს.

ახალი გადასახადის სისტემა საკმაოდ რთულია, ამიტომ მისი შემოღება 2024 წლამდე ალბათ ვერ მოხდება, თუმცა მანამდე ალტერნატიულ გზებზე ფიქრობენ, რათა მძღოლებს გარკვეული თანხა მაინც გადაახდევინონ.

მაგალითად, შესაძლოა შემოიღონ ყოველდღიური გადასახადი „სუფთა ჰაერი“, რომლის დაფარვაც ტრადიციული აგრეგატის მქონე მანქანების მფლობელებს მოუწევთ. ასევე იგეგმება მინიმალური გამონაბოლქვის ზონების გაზრდა, ასეთ ზონებში ძველი ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია. სავარაუდოდ, ელექტროქარები და სხვა „მწვანე“ ავტომობილები ასეთი გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g