ამერიკელმა მსახიობმა და ფოტომოდელმა მეგან ფოქსმა საცვლების საკუთარი კოლექციის სარეკლამო კომპანიაში მიიღო მონაწილეობა. ფოქსმა კოლექცია ბრენდთან Fredericks Hollywood-თან ერთად გამოუშვა.
აპრილში ცნობილი გახდა, რომ 32 წლის ფოქსი Travel Channel-ზე ტელეწამყვანი გახდა. გადაცემაში „საიდუმლოებები და მითები მეგან ფოქსთან ერთად” მსახიობი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მითებზე ამახვილებს ყურადღებას.
მეგან ფოქსს საყოველთაო აღიარება 2007 წელს ფილმში “ტრანსფორმერებში” შესრულებულმა როლმა მოუტანა.