24 ივნისს, ლონდონში რიანას კონცერტი გაიმართა, რომელიც ვარსკვლავის მსოფლიო ტურნეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ყველას გასაოცრად, ინგლისელი მსმენელი აღფრთოვანებით არ შეხვედრია: სტადიონი, სადაც ის გამოდიოდა, სანახევროდ შეივსო. როგორც წესი, ამ რანგის ვარსკვლავის კონცერტი მუდმივად ანშლაგით იმართება.
თავის მხრვ, პროსტესტი გამოთქვა მომღერალმაც და გამოსვლის დრო ორჯერ შეამცირა, რითიც ადგილზე მისული მსმენელი გაანაწყენა. უმეტესმა მათგანმა, რიანას ლონდონის კონცერტი დიდ ჩავარდნად შეაფასა.