LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში, ტერაქტის საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს

35

ლონდონში, გუშინ მომხდარი ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით 12 ადამიანია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ სამართალდამცველები ავრცელებენ. დაკავება ლონდონის აღმოსავლეთით, ბარკინგში მოხდა.

ტერორისტულ აქტთან კავშირში ეჭვმიტანილი პირები, პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად აიყვანა.

სპეცსამსახურები კონკრეტული პირების შემოწმებასა და ძიებას განაგრძობენ.

ტერაქტი ბრიტანეთის გენერალურ არჩევნებამდე 5 დღით ადრე მოხდა. დროებით შეწყდა საარჩევნო კამპანიაც, თუმცა მოგვიანებით, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ არჩევნები დანიშნულ დროს გაიმართება.

მისი თქმით, ექსტრემიზმი უნდა დამარცხდეს.

“მოვიდა დრო ვთქვათ – კმარა! ისლამური ექსტრემიზმის ბოროტი იდეოლოგია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხდეს”, – განაცხადა მან.

ტერეზა მეიმ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს ისლამისტებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და ითანამშრომლებს სხვა წამყვან ქვეყნებთან, რათა ინტერნეტი აღარ იყოს „უსაფრთხო სივრცე“ ექსტრემისტებისთვის.

ქალაქში ტერაქტის შემდეგ, უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

ლონოდონში ტერაქტი, გუშინ, ადგილობრივი დროით 22 საათზე მოხდა. ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილებს შორის სამი თავდამსხმელია, რომლებიც პოლიციამ ჩაცხრილა. დაშავებულია 48 ადამიანი, ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები