LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოს-ანჯელესის აეროპორტი ვარსკვლავებს განსაკუთრებულ მომსახურებას სთავაზობს

50

ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ცნობილი ადამიანებისთვის სპეციალური ტერმინალი გაიხსნა. ვარსკვლავების გარდა, მისით სარგებლობა ტოპ-მენეჯერებსა და მდიდარ ადამიანებს შეეძლებათ. ლუქს-ტიპის სიახლის საშუალებით ცნობილ ადამიანებს პაპარაცებისგან თავის არიდება შეეძლებათ.

კონკრეტულად კი, ტერმინალი მიიღებს ყველას, ვისაც ერთ გასვლაში დამატებით 4 ათასი დოლარის გადახდა შეეძლება. თვითმფრინავამდე მგზავრებს სპეციალური ავტომობილით მიიყვანენ.

Private Suite-ის თანამშრომლების თქმით, თუ რიგით ადამიანს თვითმფრინავში მისვლამდე 2,2 ათასი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს, VIP-კლიენტს 70 ეყოფა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები