LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოს-ანჯელესის ქვეშ გაყვანილი ჩქაროსნული გვირაბი – როგორ გამოიყურება მასკის მორიგი სიგიჟე

62

ქსელში მიწისქვეშა ჩქაროსნული გვირაბის პირველი კადრები გავრცელდა. ვიდეო პროექტის ავტორმა, SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მილიონერმა უჩვეულო პროექტის შესახებ რამდენიმე თვის წინ განაცხადა სამუშაოებიც მალევე დაიწყო. ჩქაროსნულმა გვირაბმა ერთმანეთს ნიუ-იორკი და ვაშინგტონი უნდა დაუკავშიროს და რამდენიმე საათიანი გზა მინიმუმამდე – 29 წუთამდე შეამციროს. ბიზნესმენის ინფორმაციით, გვირაბმა ერთმანეთთან ორი მეგაპოლისის ცენტრები უნდა შეაერთოს და სხვა ქალაქებთან კი ათობით გასასვლელი თუ შესასვლელი უნდა ქონდეს. და ბოლოს, მიწისქვეშა გვირაბის გახსნის თარიღი 10 დეკემბერია, ანუ სამუშაოების დასრულებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები