LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოს-ანჯელესში ახალი Honda Civic Coupe-ს ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა

44

2016 წლის მარტიდან იაპონური გიგანტი მეათე თაობის Civic-ის რეალიზაციაში ჩაშვებას გეგმავს. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა ლოს-ანჯელესში გამართულ ავტოშოუს მიმდინარეობის დროს. სწორედ აქ შედგა უახლესი მოდელის პრეზენტაციაც.

განახლებულ Civic-ში ბევრი სიახლეა. ახალი მოდელი ზომაში 140მმ-ით არის შემცირებული, დისკები 74მმ-ით, სიგანე 48მმ-ით და სიმაღლე 36მმი-თი. გარდა ამისა, ახალ ავტომობილს განახლებული LED განათების სისტემაც აქვს.

სედანის მსგავსად, კუპესაც ბენზინზე მომუშავე ძრავი აქვს. თუმცა, ავტომობილი რამდენიმე ტიპის ძრავით იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ყველაზე პოპულარულია 2.0ლიტრიანი DOHC i-VTEC, რომლის სიმძლავრეც 158 ცხენის ძალა იქნება და 1.5 ლიტრიანი ტურბინიანი DOHC ძრავი, რომლის სიმძლავრეც 174 ცხენის ძალა იქნება.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, 2016 წლის Civic Coupe ვიზუალურად იმ ავტომობილების ანალოგია, რომლებსაც კომპანია 2016 წლის შემდეგ გამოუშვებს. როგორც ჩანს, იაპონელებს ვიზუალური კუთხით ახალი მიმართულება აქვთ. თუმცა, ფაქტია, რომ ავტომობილი შესანიშნავად გამოიყურება და კრიტიკოსებისგან დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ საავტომობილო ბაზარზე Honda Civic Coupe 2016წლის მარტიდან გამოჩნდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები