LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოს-ანჯელესში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

267
დეგუსტაცია

ღვინის ეროვნული სააგენტოს და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” მხარდაჭერით, ლოს-ანჯელესში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია „Wines of Georgia Grand Tasting“ გაიმართა, რომელმაც 150-ზე მეტ ამერიკელ ღვინის დარგის პროფესიონალს, ტოპ სომელიეს, რითეილერს, მედიის წარმომადგენელსა და მომხმარებელს უმასპინძლა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის 30-მდე კომპანიის სხვადასხვა სტილის ღვინო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მიზანმიმართულ მარკეტინგულ აქტივობებს 2013 წლიდან ახორციელებს. ამ ღონისძიებების პარალელურად, გაძლიერდა სარეკლამო კამპანიები ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის CBS, CNN, The New York Times, Wine Enthusiast, რამაც აშშ-ში ქართული ღვინის გაყიდვების ზრდა განაპირობა. 2024 წელს ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს – 1.2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g