LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Louis Vuitton-მა მუნდიალისთვის სპეცაქსესუარები გამოუშვა

156

მსოფლიო ჩემპიონატს არასაფეხბურთო სამყაროც ეხმაურება. მუნდიალს ყურადღება თვით Louis Vuitton-აც მიაქცია და ჩემპიონატის საპატივსაცემოდ კოლექცია გამოუშვა.

ფრანგულმა მოდის სახლმა შეზღუდული რაოდენობით აწარმოა ტყავის აქსესუარები – ზუგრჩანთები, საგზაო ჩანთები, საფულე, სავიზიტო ბარათების ჩასადები, შალითა მობილურებისთვის და საჭდე ჩემოდნებისთვის.

ჩემოდნის საჭდე ნებისმიერი მონაწილე ქვეყნის დროშის მიხედვით იწყობა.

Louis Vuitton-ის ახალი კოლექციის აქსეუსუარების ყიდვა 15 ივნისიდან 15 ივლისამდე იქნება შესაძლებელი. ფასები ჯერ არ გამოცხადებულა.

 

Louis Vuitton ფიფასთან 2010 წლიდან თანამშრომლობს. მსოფლიო თასი ფრანგული ბრენდის მიერ შექმნილი სპეციალური ჩემოდნით გადააქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g