LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუგანსკის რეგიონიდან ჰუმანიტარული დერეფნის დახმარებით 12 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

135
21321

ლუგანსკის რეგიონიდან ჰუმანიტარული დერეფნის დახმარებით 12 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე სერგეი გაიდაიმ ტელეგრამზე წერს.

მისი თქმით, გუშინ ჰუმანიტარული დერეფნით მიუხედავად დამპყრობლების მიერ ევაკუაციის ჩაშლისა ყველა მცდელობისა 670 ადამიანი გამოიყვანეს.

„ლუგანსკის რეგიონიდან მხოლოდ სამი ჰუმანიტარული დერეფნით ჩვენ მოვახერხეთ თითქმის 12 500 მშვიდობიანი მოსახლის გაყვანა.

ყველაზე რთული იყო ხალხის გაყვანა პოპასნაიადან და რუბეჟნოედან, რადგან სროლები აქ არ შეწყვეტილა“, – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g