LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუგანსკსა და დონეცკში რუსული დაბომბვისას 20 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა – უკრაინული მხარე

47
donbasilugansi

უკრაინის გაერთიანებული ძალების სამუშაო ჯგუფის განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში რუსული დაბომბვების შედეგად, 20 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ცეცხლი რეგიონების 25 დასახლებას გაუხსნეს, მათ შორისაა 42 საცხოვრებელი კორპუსი და სკოლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g