თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს მორიგ ინფორმაციას კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდის წარმატების შესახებ.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ლუკა ხუნდაძე სწავლას Birkbeck, University of London-ში გააგრძელებს. თავისუფალი უნივერსიტეტის ცნობით, ლუკა ხუნდაძემ მოიპოვა Chevening Scholarship, რომლითაც სრულად არის დაფინანსებული მისი სწავლისა და ცხოვრების ხარჯები.
„მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების პროგრამის კურსდამთავრებული ლუკა ხუნდაძე სწავლას Birkbeck, University of London-ში Entrepreneurship and Innovation-ის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.
ლუკამ მოიპოვა Chevening Scholarship, რომლითაც სრულად არის დაფინანსებული მისი სწავლისა და ცხოვრების ხარჯები.
ლუკას მიერ შერჩეული პროგრამა, თავისი შინაარსით, მოიცავს ინოვაციების მენეჯმენტის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს: პრობლემის აღმოჩენისა და განსაზღვრის მეთოდებს, გუნდის ფორმირების მიდგომებს, ბიზნეს-მოდელის შექმნას, მარკეტინგულ ანალიტიკასა და ცოდნის მენეჯმენტს. ეს კი სრულად შეესაბამება ლუკას ინტერესებს მეწარმეობისა და მარკეტინგის მიმართულებით, აგრეთვე მის ახლანდელ საქმიანობასაც. ლუკა არის თანადამფუძნებელი ციფრული სარეკლამო სააგენტო Quick-ის“, – აღნიშნულია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.