„მასტერშეფის“ სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა ვიდეო, სადაც ლუკა ნაჭყებია კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეს უმტკიცებს, რომ გოგრა არა ბოსტნეული, არამედ ხილია. მოგვიანებით, შეფმზარეულმა და კვების ტექნოლოგმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ამ თემის გამოხმაურება დაწერა:
„ცოტა მაოგნებს ეს ფაქტები:
– რომ ხალხმა არ იცის ის, რომ ყველა ფრინველი ასევე ცხოველია.
– რომ ყველა თესლიანი ნაყოფი რეალურად ხილია, მათ შორის კიტრი, ბადრიჯანი და ა.შ
– რომ შეიძლება, ასეთ მარტივ დეფინიციაში არ დაუჯერო ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება პროდუქტების შესწავლას დაუთმო.
P.S. ქართულ ვიკიპედიაზე არასწორი, მოძველებული საბჭოთა ეკონომიკური კლასიფიკაციაა და არა თანამედროვე ტაქსონომიაზე და ბიოლოგიაზე დაფუძნებული“.